English / ქართული / русский /
ევგენი ბარათაშვილიირმა მახარაშვილი-ბარათაშვილიგუგული ყურაშვილი
კრეატიული მენეჯმენტის მნიშვნელობა თანამედროვე მმართველობით საქმიანობაში

ანოტაცია 

კრეატიული მენეჯმენტის ელემენტების გამოყენება განვითარების თანამედროვე ეტაპზე გულისხმობს მართვის პროცესში არატრადიციული ხერხებისა და მეთოდების  დანერგვას. იგი, როგორც მმართველობითი მოღვაწეობების სახეობა და მეცნიერულად დასაბუთებული მართვის ინსტრუმენტი, გამოიყენება როგორც სტრატეგიული განვითარების მიზნებისათვის, აგრეთვე მუდმივად აღმოცენებადი  საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დასაძლევად; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საჭიროა განხორციელდეს წინსვლის, ბაზარზე საწარმოს კონკურენტუნარიანობის მიღწევის პრინციპულად ახალი გზების მოძიება და რეალიზაცია.

საკვანძო სიტვები:მენეჯმენტი, ინოვაცია, კრეატიული, ინტელექტი, მენეჯერი

შესავალი

საზოგადოებრივი განვითარების თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე გლობალური პროცესები მოითხოვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი მიდგომების ფორმირებას. ახალი მიდგომების კომპლექსში განვითარებისათვის ხელის შემწყობ საშუალებად იგულისხმება სამეურნეო-საფინანსო მმართველობის ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლება.

თანამედროვე მმართველობით საქმიანობაში ხშირად გაისმის მოწოდებები, მმართველობითი პროცესის განხორციელებისას გამოვიყენოთ უკვე გამოცდილი ინოვაციური მენეჯმენტი. კრეატიული მენეჯმენტის ელემენტების გამოყენება განვითარების თანამედროვე ეტაპზე გულისხმობს მართვის პროცესში არატრადიციული ხერხებისა და მეთოდების  დანერგვას. მართვა ხომ საერთო და ზოგადი გაგებით - ესაა ადამიანის შეგნებული მოღვაწეობა ერთობლივი შრომითი ორგანიზაციებისათვის დასახული მიზნების მისაღწევად. საჭიროა მართვა გვესმოდეს, როგორც უნარი, აღწევდე დასახულ მიზნებს სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტისა და ქცევის მოტივების გამოყენებით.

საწარმოებსა და ორგანიზაციებში საქმიანობისა და მართვის მრავალი სახეობა და ობიექტი არსებობს (მაგ., წარმოება, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება, ფინანსები, მარკეტინგი, კადრები, მზა პროდუქციის გასაღება და ა.შ.).

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს უკვე ინოვაციური ეკონომიკის პირობებში მმართველობითი მეცნიერების განვითარების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს კრეატიული მენეჯმენტი. კრეატიული მენეჯმენტი ტექნოლოგიური ნოვაციების ცვლის ტემპების დაჩქარების პირობებში ასახავს თანამედროვე დარგებისა და საწარმოების მართვის სპეციფიკურ ასპექტს.

დღეს მკვეთრად იზრდება მოთხოვნა გამომგონებლურ მენეჯმენტზე და მენეჯერებზე, რომლებიც ფლობენ გენერირების უნარს, სწრაფად მოახდინონ არასტანდარტული და ორიგინალური იდეების რეალიზაცია, სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტონ პრობლემური სიტუაციები.

თანამედროვე კრეატიული მენეჯმენტის  დევიზით − „მე ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელი შესაძლებელია!“ − მენეჯერი დღეს ვირტუოზულად უნდა ფლობდეს არასტანდარტული, ორიგინალური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების ხერხებს, წესებსა და ტექნიკას.

ჩვენ, რასაკვირველია, ვერც უარვყოფთ და ვერც უგულებელვყოფთ ინოვაციურ მენეჯმენტს (ინოვაციების, სიახლეების შემოღების მართვას), რომელიც ახორციელებს ინოვაციური მართვის ისეთი ფუნქციების რეალიზებას, როგორიცაა სამეცნიერო გამოკვლევათა პროცესების და ფუნდამენტურ დამუშავებათა ორგანიზება, საცდელი ნიმუშების შექმნა და სიახლეთა დანერგვა საწარმო-ორგანიზაციებში. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში − საინფორმაციო და ინოვაციური ეკონომიკის პირობებში − უკვე სისტემატურად აღმოცენდება პრინციპულად ახალი პრობლემები და ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია ახლის ძიებასთან, განუჭვრეტელობისა და გაურკვევლობის პირობებში მათი გადაწყვეტის არაკოპირებულ მიდგომებთან, აგრეთვე არასტანდარტულ, საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებთან.

სწორედ ეს გარემოება და ვითარება განსაზღვრავს საწარმოთა მიმართ კრეატიული მენეჯმენტის აქტუალურად გამოყენების აუცილებლობას. კრეატიული მენეჯმენტის საფუძველს წამოადგენს კრეატიული აზროვნება, შემოქმედებითი (ინტელექტუალური) უნარები, შესაძლებლობები და აზროვნება. ფართო გაგებით, შემოქმედებით აზროვნებად იგულისხმება და მიიჩნევა ისეთი აზროვნება, რომლსაც მივყავართ ნოვაციური იდეებისა და აღმოჩენებისაკენ, პრობლემური სიტუაციების პრინციპულად ახალი გადაწყვეტისაკენ.

ეკონომიკის სფეროს შემოქმედებაში, როგორც წესი, იგულისხმება მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია პრინციპულად ახალი სიკეთეების შექმნაზე.

მმართველობით სფეროსთან მისადაგებით შემოქმედებით აზროვნებაში იგულისხმება უნარი, შემუშავდეს უნიკალური, არასტანდარტული მმართველობითი გადაწყვეტილებები, განხორციელდეს არასტანდარტული ნოვაციური იდეების ძიება.

ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები, დაბადოს ორიგინალური, არასტანდარტული  განსხვავებული იდეები, მათ შორის მენეჯმენტში, რეალიზდება მისი კონვერგენტული და დივერგენტული უნარით, ლატერალური აზროვნებისადმი უნარით.

შემოქმედებითი (კრეატიული) აზროვნების მთავარი განსხვავება ლოგიკური  აზროვნებისაგან იმაში მდგომარეობს, რომ კრეატიული აზროვნების პროცესში ლოგიკა თამაშობს მხოლოდ მომსახურე როლს მაშინ, როდესაც ლოგიკურ აზროვნებაში მას განეკუთვნება წამყვანი როლი, რამდენადაც ის  მართავს გონებას.

რიგი ავტორები გამოყოფენ კრეატიულობის მახასიათებლების. კერძოდ, სიმარდეს, სიჩქარეს, სისწრაფეს, ორიგინალურობას, გააზრებულობას, ამთვისებლობას, ტრანსფორმაციულობას, გაერთიანებულობას (ელემენტების დაკავშირებულობას) და სხვა.

და მაინც, კრეატიულობის მთავარ განმასხვავებელსა და დამახასიათებელს წარმოადგენს ადამიანის შესაძლებლობები, აღმოაჩინოს პრობლემური ამოცანების გადაწყვეტის ახალი გზები და საშუალებები, უნარები − უარი თქვას აზროვნების წესებისა და საშუალებების სტერეოტიპებზე; ანუ „კრეატიულობის“ დახასიათებისას წინა ხაზზე გამოდის არასტანდარტული აზროვნების ნიშან-თვისება, უნარი − ახლებურად შეხედოს არსებულ და ცნობილ სინამდვილეებს.

კრეატიულობა ამა თუ იმ სახითა და ხარისხით დამახასიათებელია ადამიანებისათვის, რომლებიც თავიანთ მოღვაწეობას ახორციელებენ  სხვადასხვა დარგებში, სფეროებში, სექტორებში.

კრეატიულობას, როგორც უნარს, წარმოქმნას რაღაც ახალი, ადგილი აქვს იმ მუშაკებს შორის, რომლებიც საქმიანობენ და მოღვაწეობენ მატერიალური წარმოების სფეროში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში, საგამომგონებლო მოღვაწეობა-საქმიანობაში და ა.შ.

კრეატიულობის სპეციფიკურ ფორმასა და სახეობას წარმოადგენს მმართველობითი კრეატიულობა. მმართველობითი კრეატიულობის საფუძველს წარმოადგენს მენეჯერის კრეატიული აზროვნება, გაგებული როგორც საშუალება − განსხვავებული, სხვადასხვა სახის აზრობრივი კომბინაციების დახმარებით შექმნას ნოვაციური იდეები, ცოდნები, ინსტრუმენტები და მეთოდები, მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას.

ამჟამად კრეატიული მენეჯმენტის სახით საწარმოთა, ორგანიზაციებისა და კომპანიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტურად მართვის სისტემაში შემოდის და გვხვდება კიდეც ის ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მმართველობით საქმიანობაში დღესდღეობით გამეფებული ქაოსის დაძლევაში.

კრეატიული მენეჯმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის, საწარმოსა და სხვათა შემოქმედებითი (კრეატიული) პოტენციალის მართვის პროცესს, მისი, ე.ი. მოცემული ორგანიზაციის, იურიდიული პირის ეფექტური განვითარების მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაციების მართვის სისტემაში კრეატიული მენეჯმენტის დანერგვის განსაკუთრებული აქტუალობა განისაზღვრება ინოვაციების თაობათა ცვლის დაჩქარების პირობებში, წინასწარი უვარაუდობით, გაურკვევლობით, ამასთან, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გამო არატრადიციული მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავებისა და რეალიზაციის მუდმივი აუცილებლობით.

ობიექტურ წინამძღვრებს, რომელიც განსაზღვრავს კრეატიული მენეჯმენტის აღმოცენებას, წარმოადგენს:

-საწარმოთა საქმიანობაში, ორგანიზაციათა სხვადასხვა სფეროში მუდმივად აღმოცენებული ძნელად გადასაწყვეტი პრობლემები.

-პრინციპულად ახალი ამოცანები, რომლებიც წარმოიშვება  გაურკვევლობის პირობებში, საწარმოთა შიგა და გარე გარემოებათა ბუნდოვანებისას:

-ნოვაციური უპირატესობანი სწრაფად ტირაჟირდება კონკურენტების მიერ. ამის შედეგად საწარმო, ფირმა, რათა შეინარჩუნოს თავისი კონკურენტული უპირატესობა,  სისტემურად უნდა სრულყოფდეს და ახდენდეს ახალი, ორიგინალური პროდუქტებისა და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების კვლავწარმოებას;

-მუდმივი ცვლილებები საზოგადოების ყველა სფეროში, რეგულარულად წამოშობილი და წარმოჩენილი საგნები, სიტუაციები და კრიზისები, რომლებიც მოითხოვს და საჭიროებს არატრადიციულ გადაწყვეტილებათა ძიებას, საწარმოთა განვითარების ეფექტური გზების დასაბუთებას;

-მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისა და რეალიზაციის უკმარისობა ან  აუცილებელი, ცნობილი მექანიზმების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების უქონლობა, აგრეთვე რიგი სხვა გარემოებათა გავლენა.

კრეატიული მენეჯმენტის მიზანია ნოვაციური იდეების გენერეციის პროცესის აქტივაცია და მმართველობითი პერსონალის მიერ ადრე უცნობი, არასტანდარტული, ორიგინალური მმართველობით გადაწყვეტილებათა დამუშავება.

            გამოყოფენ კრეატიული მენეჯმენტის საერთო და სპეციფიკურ ამოცანებს:

-საერთო ამოცანებს წარმოადგენს შემუშავება და რეალიზაცია;

-საწარმოს, ფირმის განვითარების ორიგინალური სტრატეგია;

-ორიგინალური ინოვაციური პროდუქტების კონცეფციები;

-არასტანდარტული ოპერატიული მმართველობითი გადაწყვეტილებები გაურკვევლობის, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების პირობებში;

-ორიგინალური მმართველობითი სიახლეები;

-პერსონალის კრეატიული მომზადების სასწავლო პროგრამები და სხვა.

კრეატიული მენეჯმენტის სპეციფიკურ ამოცანებს, როგორც არასტანდარტული                    

          მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტს, უნდა მივაკუთვნოთ:

-შესაძლო ვარიანტების სიმრავლიდან,  გადაწყვეტის სტრატეგიების ალტერნატივებიდან  გადაწყვეტის სწორი სტრატეგიის მოძიება და დასაბუთება;

-ალტერნატიული გადაწყვეტილებების შედარებითი ანალიზი შეფასების სხვადასხვა განსაკუთრებული კრიტერიუმების საფუძველზე;

-არასტანდარტული სისტემების რეალიზაციის მექანიზმების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების დასაბუთება მმართველობითი პერსონალის კრეატიული პოტენციალის ფართო შესაძლებლობათა გამოყენების საფუძველზე;

-მიზნებისა და ალტერნატიულ მმართველობით გადაწყვეტილებათა კრიტერიუმ-ინდიკატორების ეფექტიანობის მიღწევა სისტემის ადაპტური კონტროლისა და რეალური დროის რეჟიმში მოქმედებათა კორექტირებისათვის გადაწყვეტილებათა მიღების საფუძველზე.

 ვიხილავთ რა კრეატიულ მენეჯმენტს, როგორც მმართველობითი მოღვაწეობის სახეობას, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დამახასიათებელია რიგი საერთო და სპეციფიკური პრინციპები. ასეთი პრინციპები ითვალისწინებს ობიექტურ, საერთო და მყარ მუდმივად განმეორებად კავშირებს კრეატიული მენეჯმენტის პროცესებს, მოვლენებსა და ობიექტებს შორის.

კრეატიული მენეჯმენტის საერთო და სპეციფიკური პრინციპების გაუთვალისწინებლობა საერთო ჯამში ორგანიზაციის (ფირმის, საწარმოს) მართვის სისტემაში იწვევს წინააღმდეგობების, კონფლიქტების, დისპროპორციებისა და დისბალანსის აღმოცენებას.

დასკვნა

ამრიგად, კრეატიული მენეჯმენტი, როგორც მმართველობითი მოღვაწეობების სახეობა და მეცნიერულად დასაბუთებული მართვის ინსტრუმენტი, გამოიყენება როგორც სტრატეგიული განვითარების მიზნებისათვის, აგრეთვე მუდმივად აღმოცენებადი  საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დასაძლევად; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საჭიროა განხორციელდეს გადარჩენის, წინსვლის, ბაზარზე საწარმოს კონკურენტუნარიანობის მიღწევის პრინციპულად ახალი გზების მოძიება და რეალიზაცია.

თავისი შინაარსით კრეატიული მენეჯმენტი წარმოადგენს კრეატიულ-ინოვაციურ მოღვაწეობას ორიგინალური მმართველობითი ინოვაციების შემუშავებასა და რეალიზაციის შემოქმედებითი პროცესის სამართავად. ეს არის მოღვაწეობა  (საქმიანობა) არასტანდარტული, ორიგინალური იდეების წამოყენებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციისა და კომერციალიზაციისათვის.

კრეატიული მენეჯმენტი მიმართულია მმართველობით მოღვაწეობაში სიახლეთა დამუშავებასა და დანერგვაზე დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციის, კონტროლის კომუნიკაციებისა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგიების საკითხებში; სხვა სიტყვებით − ეს არის ორგანიზაციულ-მმართველობითი ნოვაციები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Фаррахов А. Г. „Менеджмент“, М., 2014.
  2. „Креативный менеджмент“ учебник. М., 2017.
  3. Акатов Н. В. Управление" переходом к инновационным саморазвивающимся организациям:  Теория и практика,"  П., 2012.
  4. Андреев В. И. - " Саморазвитие менеджера". М., 2014.

Creative Management Issues